სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერეს

13/10/2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, გასვლითი საკომიტეტო შეხვედრების ფარგლებში, ქუთაისში არსებული სპორტული კომპლექსები, რაგბის და ფეხბურთის მოედნები, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სპორტული სკოლა და ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერეს.

„ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. სპორტის ყველა სახეობას თავისი დარბაზი აქვს, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი განვიხილეთ, რომელზეც მსჯელობა სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას”,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0