რამდენადაც ვიცი, თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მთავრობას ან სპეცსამსახურებს არ დაუდასტურებიათ, რომ ჩატაევი თურქეთში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი იყო, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად არის დაინტერესებული გიორგი მარგველაშვილი აჰმედ ჩატაევის საკითხით, ეკა მიშველაძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში არის.
”რაც შეეხება ჩატაევის თემას, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით არც თურქეთის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს ან მთავრობებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ ტერაქტის ორგანიზატორი ის იყო”, – განაცხადა მიშველაძემ.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტი აჰმედ ჩატაევის მიერ იყო ორგანიზებული.