სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

15/02/2017

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფორმატი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას, დეკლარაციის შევსების წესის განსაზღვრას, ოჯახის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას და დღეს მოქმდ პროგრამაში ყველა არსებული კითხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა. 2015 წლის შემდეგ, ასეთი მასშტაბის შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის და შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი ესწრებოდა მუნიციპალიტეტში პირველად მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0