სოციალური ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას.
სოციალური ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
09/12/2017