ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადასცა. 165 857 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები: თუნუქი, არმატურა, ცემენტი და ხეობა სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 72 ოჯახს გადაეცემა.
„სოციალურად შეჭირვებულ იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოებს საჭიროებენ სამშენებლო მასალებს გადავცემთ. მასალები სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მიიღეს. დღეს ვიმყოფებით სოფელ ნაგომარში. ჯამში მასალებით 72 ოჯახს დავაკმაყოფილებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცა
29/09/2016