სოფო კილაძემ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები მოინახულა

05/10/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის თითოეული ადამიანი არის ფასდაუდებელი. ამიტომ მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის, განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაში, რათა ეს ადამიანები არ იყვნენ საშიში საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ბევრი რამ გააკეთა მსჯავრდებულებისთვის პირობების შესაქმნელად და ამას მსჯავრდებულები ძალიან აფასებენ.
მისივე განცხადებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო ჰუმანიზაციისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0