სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

23/06/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 425 297 ლარი იხარჯება. დაგეგმილია ბილიკების, ტუროტუარების, სანიაღვრე არხები მოწყობა. მოსაცდელების და გარეგანათებების გაკეთება. ასევე მოსასვენებელი სკვერების დამონტაჟება.
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ აჭარისწყლის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. სოფლის ცენტრების კეთილმოწყობას კომპანია “ ემემტე“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება: 58 000 ლარია.
პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის ცენტრებში ტურსტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
პროექტი ითვალისწინებს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 7 სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას.
სოფელ ქედქედში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ როდა“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 61 570 ლარია. სამუშაოები მიდმინარე წლის 25 აპრილს დაიწყო და 3 თვეში დასრულდება.
პარალელურად მიმდინარეობს ორთაბათუმი ცენტრის კეთილმოწყობა, სამუშაოებს შპს „ემემტე“ აწარმოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 571 ლარია გამოყოფილი.
ერგეს ცენტრის კეთილმოწყობისთვის კი 73 250 ლარი დაიხარჯება, სამუსაოებს შპს „ფელიქსი“ აწარმოებს..
ასევე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალშენის ცენტრშიც. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 456 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ი.მ „ბესიკ სოლომონიძე“ აწარმოებს.
უკვე დასრულდა ჭარნალის ცენტრის კეთილმოწყობაც, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 999 ლარია გამოყოფილი. ობიექტზე შპს „მშენებელი 5“ მუშაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0