სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონში ბოლო საერთო კრება შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. კრებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკთხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შატილის, მუცოსა და არჭილოს მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლების საჭიროებები გააცნეს და პრიორიტეტულ პროექტებზე იმსჯელეს. ადგილობრივების საბოლოო გადაწყვეტილებით, სოფლებისთვის გამოყოფილი თანხები გაერთიანდება და შიდა გზებისა და მცირე ხიდების აღდგენას მოხმარდება. ასევე, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
კრებაზე მოსახლეობისთვის სხვა პრიორიტეტული პროექტების განხორციელების შესახებაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომლებიც ალტერნატიული ფინანსური წყაროებიდან დაფინანსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შატილის სკოლა-პანსიონს და სოფელში მოქმედი მცირე ჰესის აღდგენითი სამუშაოები შესრულდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონში ბოლო საერთო კრება შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა
02/02/2019