სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. საერთო კრებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიროვის და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია დაესწრნენ.
კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საფეხბურთო სტადიონზე წყალგაყვანილობისა და ელექტრო ენერგიის სისტემის მონტაჟს, წყლის ავზის დაყენებას და შემოღობვას. ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში კი ადგილობრივების უმეტესობამ მხარი დაუჭირა სველი წერტილის მოწყობას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება
25/01/2019