სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად შეხვედრები საგარეჯოს მუნიცპალიტეტის სოფლებში გაიმართა

24/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად შეხვედრები საგარეჯოს მუნიცპალიტეტის სოფლებში -გიორგიწმინდაში, თოხლიაურსა და მანავში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები პირადად შეხვდნენ და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0