სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ მერიაში ბეტონის გზები დაიგო

27/09/2016

რკინა-ბეტონის საფარი მერიის თემის რამდენიმე უბანში მოეწყო.
რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა:
ნაღობილევში 3 ადგილზე – ღირებულებით 6 809 ლარი.
კაპანაძეების უბანში, ღირებულებით – 3 017 ლარი.
პირველ ბრიგადაში, ღირებულებით 4 289 ლარი.
ბეტონის გზა დაიგო გოგატაძეების უბანშიც.
ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა რუსიეშვილების უბანში, ღირებულებით 9 506 ლარი.
მე-3 ბრიგადაში, ვასაძეების უბანში ღირებულებით – 3 669 ლარი.
გარდა ამისა, მერიის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის პროგრამით მოეწყო გარე განათების სისტემა ნაღობილევში.
გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდა ხვარბეთში, მუჯირების უბანში.
ჭახვათაში დასრულდა ჭაბურღილის სარემონტო სამუშაოები ღირებულებით – 4 244 ლარი.
მიმდინარეობს ხვარბეთის გზის ორმული შეკეთების სამუშაოები, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 26 168 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0