სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება

07/06/2016

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ღია წერილის ეკონომიკურ ნაწილზე ”ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის გამოხმაურებას გაეცნო.

”სხვათა შორის, ბევრი კარგი აქცენტი იყო, ბევრში არ ვეთანხმები, რადგან ის ციფრებით მანიპულირებას აკეთებს, თუმცა ეკონომიკის არცოდნას ვერ დავაბრალებ. ერთ-ერთ კითხვას მისვამს – აგრარული მიმართულება იქნება ჩვენი ძირითადი წამყვანიო? რა თქმა უნდა, ვერა. სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება და ასეთი ქვეყანა განვითარებული ქვეყნების რიგში ვერ ჩადგება. ამაზე აქცენტს ისიც აკეთებ, თუმცა იქ ციფრებით მანიპულაციაა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით ”ეს პროპორცია ბიუჯეტში უნდა დაირღვეს, თანხა წავიდეს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და ხალხი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0