სოფლის კრებებს მარტვილსა და ჩხოროწყუში ლუდუკ ხასია დაესწრო

11/02/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. დღეს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ნაფიჩხოვოსა და ჭოღაში გაიმართა. შეხვედრები ასე გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თამაკონი, თარგამეული და პირველი ნამიკოლაო. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. სოფელ თაიაში ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
ნაფიჩხოვოში გარე განათების მოწყობა, ამბულატორიის ეზოს შემოღობვა, შიდა საუბნო გზებისა და წისქვილების რეაბილიტაცია მოითხოვეს. სოფელ ჭოღაში კი პრიორიტეტად სკვერისა და ცხაურის მოწყობა, ბიბლიოთეკის შენობაში გისოსების ჩასმა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაამბულატორიის ეზოს შემოღობვა დასახელდა. თამაკონში მოსახლეობამ ხიდ-ბოგირის, გარე-განათების და გაბიონის მოწყობა, არხის ამოწმენდა და შკანთის მიმართულებით გზის მოხრეშვა აირჩია. თარგამეულში ადგილობრივებმა პრიორიტეტი – გზის მოხრეშვას, ხიდ-ბოგირის და ცხაურის მოწყობას დაუჭირა. პირველი ნამიკოლაო – ინჯიების უბანში მილხიდის მოწყობა წყალამრიდი ფრთებით; ხვიჩიების უბანში გზის მოხრეშვა და ხიდ ბოგირების მოწყობა; გარე განათების მოწყობა შკანთის ხიდიდან ნაფოსტარის მიმართულებით. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლ;ებთან ერთად დაესწრო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. დღესვე ლუდუკ ხასიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში მდინარე კამაზე ახალი ხიდის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ხიდის სიგრძე 12, ხოლო სიგანე 5 მეტრია. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და ბიუჯეტიდან 218 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნულ ადგილას არსებული ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზებით უწევდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0