სოფლის განვითარების პროგრამები ჩვენი რეფორმების ნაწილია

20/12/2018

სოფლის განვითარების პროგრამები ჩვენი რეფორმების ნაწილია. ვთვლით, რომ სოფლად ეკონომიკის სხვა დარგებიც უნდა წავახალისოთ, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. ეს შეიძლება იყოს აგროტურიზმი, სასოფლო ტურიზმი, ეკოტურიზმი ან სხვა საქმიანობები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იქნება წახალისებული.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონები, რომლისთვისაც მოვამზადეთ პროგრამები 2018 წელს და 2019 წლის დასაწყისიდან ავამოქმედებთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, გვექნება საზოგადოებასთან რეგულარული კომუნიკაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0