სოფლებში, წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებმა პატარებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს

27/12/2019

დღეს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებმა პატარებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
წაღვლის ალტერნატიული საბავშვო ბაღის 18 აღსაზრდელს და წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ დაწყებითი კლასების 31 მოსწავლეს საჩუქრები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე ფრუიძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯონდო კაპანაძემ და წაღვლში მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ გადასცეს. ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0