სოფიო ქაცარავა ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა

20/10/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა, სადაც უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების საკითხები განიხილეს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების დინამიკისა და ამ ჭრილში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, განიხილეს ერთობლივი ღონისძიებები და პროექტები, რაც ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო“ დოკუმენტურ ფილმს და მასთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც იმ ციკლს დაასრულებს რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
სოფიო ქაცარავამ ელჩს წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული დადებითი შეფასებები გააცნო.
„დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრისას ყურადღება გავამახვილე იმ შესაძლებლობებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ბრიტანეთი-საქართველოს ურთიერთობებით უფრო მეტად პრაქტიკული შედეგები მივიღოთ, მაგალითად, როგორიცაა: ლიდერთა საერთაშორისო, ჯონ სმიტისა, ჩივნინგის პროგრამები და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები. ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში. ბატონ ელჩს ასევე, შევუთანხმდი პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრის შესახებ, რაც მათივე თხოვნით, ბრექსიტის გარშემო გაიმართება“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0