სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა

03/10/2017

ანდორა ლა ველაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეკომიტეტის ვიცეთავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს მიმართა და გლობალური გამოწვევის – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს კონტრიბუციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ანტიტერორიზმის ქვეკომიტეტის ვიცეთავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს წვლილზე და გლობალურ უსაფრთხოებაში და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის დღის წესრიგზე. ქვეკომიტეტის წევრებმა საერთო გამოწვევებისა და თანამშრომლობის შემდგომ საკითხებზეც ვიმსჯელეთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0