სოფელ ჰერეთისკარში „აჭარული დღეები 2018“-ი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ძველი აჭარული ტრადიციული ნივთების გამოფენა,აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება, სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
აჭარის დღეები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აჭარლებს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა პირადად მიულოცა.ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასკვნითი კონცერტით დასრულდა. ფესტივალი სათემო კავშირი „ჰერეთი“ და ლაგოდეხის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. აღონისძიებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა სათემო კავშირი „ ჰერეთი„-ს მიერ. ფესტივალი აჭარული კულტურის წარმოჩენას ემსახურება.
სოფელ ჰერეთისკარში „აჭარული დღეები 2018“-ი გაიმართა
20/10/2018