ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭრებალოში სავადმყოფოს ძველი შენობის ნაცვლად ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება. ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის შენობის შენება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში 2017 წლის გვიან შემოდგომიდან შევა.აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად.
სოფელ ჭრებალოში ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება
13/09/2017