ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობარეთიდან სოფელ მუსხამდე (ადმინისტრაციულ საზღვრამდე) მისასველი გზის მოასფალტება დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები შპს „ არალმა ” შეასრულა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 3,98 კმ ასფალტო-ბეტონის გზა, რომლის ღირებულება შეადგენს 830 467 ლარს.
სამუშაოები დაფინანდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობდა და განსაზღვრულ ვადებში დასრულდა.
გარდა იმისა რომ გზა ასპინძის მუნიციპალიტეტის ახლომდებარე სოფლებს მოემსახურება, აგრეთვე ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებთან გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს.
სოფელ ჭობარეთიდან -სოფელ მუსხამდე მისასველი გზის მოასფალტება დასრულდა
01/08/2018