ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭობარეთთან სატიკნეს გორაზე არქეოლოგებმა ადრებრინჯაოს, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის და შუა საუკუნეების ტერასული ნამოსახლარი ტერასული ტიპის დასახლება და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს. ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს, ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს აღმოჩნდა. ქრისტეშობამდე 3500-3000 წლის წინანდელი და დღევანდელიდან 5000-5500 წლის ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელ-ბურნის უნივერსიტეტმა არქეოლოგების კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით ერთობლივად დაიწყეს. არქეოლოგიური კვლევები და სამუშაოები ყოველწლიურად სეზონურად დღემდე 2009 წლიდან მიმდინარეობს. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიის საფრანგეთის, მელბურგისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ღებულობენ. საქართველოს მასშტაბით ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ტერასული ნამოსახლარი იმ დროის ერთ-ერთი დიდი და უნიკალური დასახლებაა, თავისი ქვის არქიტექტურითა და არქეოლოგიური მასალით.
დღევანდელი არასრული მონაცემებით, მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მ. ხოლო, სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია. არქეოლოგემა გამოავლინეს მტკვარ არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ქვის უძველესი ხელსაფქვავები და ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი, ნამოსახლარზე სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმია აღმოჩენილი; მათ შორის, რამოდენიმე ჭურჭლის ფორმა და შემკობა, რელიეფური და ამოღარული სახეებით – მათზე გამოსახული ფრინველები, ცხოველები, აბსტრაქტული არსებები, სპირალები. აღმოჩენა უნიკალურია, არამარტო საქართველოსთვის, არამედ ადრე ბრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. გარდა ჭურჭლისა, ნაგებობებში ნაპოვნია თიხის წრიული, ფართობორტიანი კერები და სხვადასხვაგვარი სადგრები, რომელთა ნაწილი ნალისებრი ფორმისაა, ხოლო ერთი მათგანი ხარის ქანდაკებას წარმოადგენს. აღმოჩენა წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ სოფელ ჭობარეთში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია 5300 წლის წინანდელი ოთხი ჯიშის ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის კაჟის ჩასართების, ხელსაფქვავების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლების აღმოჩენა. ასევე, ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ნივთები, რომელიც მეტყველებს იმდროინდელი კულტურისა და ლითონის დამუსავების შესახებ. მიმდინარე 2021 წელი ყველაზე წარმატებულია არქეოლოგიური კველევების ნამოსახლარის გავრცელების და არქიტექტურული გეგმარების შესწავლის მხრივ. ერთ-ერთ ტერასაზე, ადრებრინჯაოს ხანის, 5300 წლის წინანდელი, შვიდი ნაგებობა იქნა გამოვლენილი. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც სხვა ნაგებობეთან შედარებით მცირე ზომისაა, იატაკის დონეზე, უკვე აღმოჩნდა თიხის 19 ჭურჭლი. ამდენად, ზომით უფრო დიდ სხვა ნაგებობებშიც, არანაკლებ უნიკალური აღმოჩენებია მოსალოდნელი. ძეგლზე მდებარე მეორე ბორცვის დასავლეთ კიდესთან, აღმოაჩინეს ყორღანული სამარხი. ქვაყრილში აღმოჩნდა ბედენური კულტურის (ქრისტეს შობამდე 25-ე საუკუნე) ორნამენტირებული კერამიკა.
აღნიშნული პერიოდის ყორღანის აღმოჩენა მესხეთში პირველი შემთხვევაა. ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი თავისი დროის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ძეგლია, რაც ასევე დასტურდება ჯეროვანი საერთაშორისო სამეცნიერო გამოხმაურებითა და ძეგლისადმი არსებული ინტერესით. მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მოადგილემ ლევან ბერიძემ.
სოფელ ჭობარეთთან სატიკნეს გორაზე არქეოლოგებმა ტერასული ტიპის დასახლება და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს
20/08/2021