სოფელ წილკანში აგრო-კლიმატური სადგური დამონტაჟდა

24/03/2017

სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, პარტნიორი ფონდის „your forest” მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე, აგრო-კლიმატური მინი სადგური დამონტაჟდა. ორ სექციანი სისტემა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და ინფორმაცია ავტომატურად გადაიცემა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური, აგრარულ სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობის, ტემპერატურის, ნალექის რაოდენობისა და ამინდის პროგნოზის შესახებ, რაც მოსავლის დაზიანების პრევენციაა. აგრო-კლიმატური სადგურის მოქმედების არეალი 50 კმ. რადიუსს მოიცავს. ფონდმა „your forest” ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ნახევარი მლნ. აშშ დოლარის სხვადასხვა პროექტი განახორციელა. პრეზენტაციას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ფონდის Your Forest გენერალური დირექტორი ილია შაპირა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს მდგრადი განვითარების სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო სამხარეო სამსახურების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0