სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

Monday March 4th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და ეზოების შესასვლელების კეთილმოწყობა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო სამოძრაო ზოლების მოწესრიგება და საავტომობილო გზის დახაზვა. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი ჩიფჩიურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0