სოფელ ძველში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

30/09/2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ და მერის წარმომადგენელმა სოფელ ძველის ადმინისტრაციულ ერთეულში გენადი ზედგინიძემ მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “XXI საუკუნე”, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 718 321 ლარს. პროექტის ფარგლებში აშენდება 1 567 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული ახალი ორსართულიანი საბავშვო ბაღი,რომელიც გათვლილია სამოც აღსაზრდელზე და დაკომპლექტდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. პროექტით გათვალისწინებულია ბავშვთა სათამაშო, საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, საკონცერტო დარბაზი, პერსონალის და ექიმის ოთახი, საწყობი- პროდუქტების საცავი ტემპერატურული კონტროლით, შენობის ფართი 290,5 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1 803 კბ. მეტრი. უახლოეს მომავალში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე სოფლების: საყუდაბლის, ორგორის და ჭობარეთის აღსაზრდელები, რომლის ტრანსპორტიერებას უზრუნველყობს ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება. აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2021 წლის 28 სექტემბერს და დასრულდება 2022 წლის ივლისში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0