სოფელ ცხრამუხაში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15/07/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. მათი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 9 576.50 ლარს შეადგენს და სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0