სოფელ ციხისძირში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

29/07/2019

ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისძირში, არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერის წარმომადგენლის, გენადი გულბათაშვილის თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი: კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, ელ-სამონტაჟო და საინვენტარო მიმართულებების მიხედვით. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილზე მოეწყობა: ახალი სტადიონი, ქვაფენილები, ბალახის საფარი, ფანჩატურები, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოებს აწარმოებს შპს “ქართლი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0