მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიული ერთეულის სოფელ ჩვაბიანსა და ჟაბეშში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, სოფლებში არსებული ღელეები ადიდდა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა მიმდებარე ტერიტორია. განადგურებულია სოფლებთან მისასვლელი შიდა სასოფლო სამანქანო გზები. სოფელ ჟაბეშის მცხოვრები 10-მდე ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
სოფელ ჩვაბიანისა და ჟაბეშის ღელეები ადიდდა
05/07/2016