სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

11/04/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ასრულებს. პროექტის ღირებულება 950 675,00 ლარია და ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. გზის დასრულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს. სოფელ ჩალაუბნის გზას რეაბილიტაცია 1970 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, გზა მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის მოსახლეობას მასზე გადაადგილება ძალიან უჭირდა.

პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებული გზის სრული რეაბილიტაცია მოხდა, კერძოდ, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0