სოფელ ჩადუნიანში ბოხოლოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები იწყება. გზის საფარის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“ განახორციელებს. რეაბილიტაციამდე აღნიშნული პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა .
სოფელ ჩადუნიანში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
03/07/2017