სოფელ ღვირიშში კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო

14/11/2018

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლაში ღია ტიპის, კომბინირებული (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაიხსნა. ღვირიშის საჯარო სკოლაში ამჟამად 29 მოსწავლე სწავლობს. ეს არის სოფლისთვის პირველი სპორტული მოედანი, რომლითაც აქ მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ.
დასრულებული სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მან მოსწავლეებს ახალი სპორტული მოედნის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საკანონმდებლო ბაზის მომზადება.
სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ 42 000 ლარამდე შეადგინა, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ სკოლისთვის გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0