სოფელ ქვენობანში, 28 000 გრძივი მეტრი გაზსადენი შენდება

22/11/2019

ქვეყნის სრული გაზიფიცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, 28 000 გრძივი მეტრი გაზსადენი შენდება. სოფლებში: ვანი, ზომლეთი, ბუკნარი, ბასილეთი, მეწიეთი პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. ეს პროცესი გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ ყველა თემში. ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო იმ სოფლებში, რომელთა დაქსელვა დამთავრებული იყო. ამაღლებისა და ხევის თემში აბონენტების ნაწილი ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0