სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

17/06/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხრეშოვანი გრუნტის მოწყობის და ბალასტის დატკეპნის სამუშაოები. სოფელ ქვემო აძვისში გზის მოასფალტების პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 905 847 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 400-ზე მეტი ადგილობრივი და სოფლის სტუმარი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0