სოფელ ფხუნდავსა და ფიტავში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24/07/2019

ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფხუნდავსა და ფიტავის სააგარაკე დასახლებაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებულ სარეაბილიტაციო-საექსპლოატაციო სამუშაოებს შპს “ბაბი xxi” ასრულებს, ხოლო პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება.

“აღნიშნულ დასახლებებში სასმელი წყლის პრობლემა რამდენიმე წელია აწუხებს მოსახლეობას და იმედი გვაქვს ეს პროექტი ამ პრობლემას წარმატებით მოაგვარებს” – განაცხადა მერის წარმომადგენელმა ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში, გენადი გულბათაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0