სოფელ ფუთში საუბნო გზის მოწყობა დასრულდა

13/06/2016

სოფელ ფუთში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. გზის რეაბილიტაცია დაზიანებული მონაკვეთის ბეტონის მასით მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. ბიუჯეტის დაფინანსებით სოფლებისთვის განსაზღვრული სასაქონლო ბეტონის მოწყობა ადგილობრივები მოსახლეობის ძალებით ხორციელდება. სოფელ ფუთში საგზაო საფარის აღდგენისთვის 8678.8 ლარი გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. შესრულებული სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება, რაზეც 259186 ლარია განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0