სოფელ ფარცხნალში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება აკადემიკოს ვგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელ გზას.
პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა 1კმ.-იან მონაკვეთზე.
მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „დავითს“ შორის.
გზის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 176 000 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ფარცხნალში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელ გზას
21/07/2017