2017 წლის ივლისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად , სოფელ უწერაში დაზიანებული მდ.რიონზე გადასასვლელი ხიდები სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილია. აღნიშნული ხიდები საფეხმავლოა. პირველი ხიდი აკავშირებს მინერალური წყალ გვერითასთან და მეორე წმ. გიორგის სახელობის ტაძართან (გაღმა სოფელ ჟამიერეთთან).
სოფ.უწერაში საფეხმავლო ხიდებზე განხორციელებული, დასრულებული სამუშაოები მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ემზარ საბანაძემ.
სოფელ უწერაში დაზიანებული მდ.რიონზე გადასასვლელი ხიდები სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილია
20/11/2017