ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უნდილაანთკარის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მურთაზ ბოდაველის თქმით, სოფელს სასმელი წყლის სისტემა არასოდეს ჰქონია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჭაბურღილის და ავზის მოწყობასთან ერთად ივნისის თვეში გათვალისწინებულია შიდა დაქსელვაც. სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს “ელ.ერ.ჯგუფი” ასრულებს.
სოფელ უნდილაანთკარის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
27/05/2019