სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

29/09/2016

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული, გაერთიანებული წყალომომარაგების დირექტორი გიორგი კობერიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დასრულება მიულოცეს. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბონში წყლის პრობელემა წლების განმავლობაში არსებობდა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოიცვალა 29 კმ ცენტრალური მაგისტრალი და მოეწყო ახალი, 10 კმ-იანი შიდა ქსელი. პროექტის განხორციელების შედეგად, 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0