სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დღეს ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოინახულა. მასთან ერთად სუფსაში მოადგილე გიორგი ფაცურია, წარმომადგენელი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით გუმბარიძე და საკრებულოს დეპუტატი ბესიკ კუპრაძე იმყოფებოდნენ.
სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება
04/04/2019