სოფელ სილაურში რკინა-ბეტონის გზა დაიგო

28/02/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სილაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რკინა-ბეტონის 200 მეტრიანი საგზაო მონაკვეთი მე-5 ბრიგადაში მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. „ვაგრძელებთ რთული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას იმ სოფლებში, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას. ეწყობა რკინა-ბეტონის გზები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. ანალოგიური პროექტები სხვა სოფლებშიც განხორციელდება,“ – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0