ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ამჟამად რამდენიმე ერთეული ტერქნიკა მობილიზებულია სოფელ სარფში კალენდერეს დასახლებაში, სადაც ცენტრალური გზის გაწმენდა მიმდინარეობს. აღნიშნული კერა ამ დრომდე პრობლემატურად რჩება. კალენდერს დასახლებაში მეწყერმა 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანა, გეოლოგების დასკვნის შემდეგ გადაწყდება, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს გამგეობა დაზარალებულებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის ახალსოფლის ცენტრის დასუფთავებაზე მუშაობენ. გუშინ დასრულდა სოფელ თხილნარში ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარე წლის 1 სექტემბერს უამინდობამ ხელვაჩაურის მუნიციოპალიტეტის სოფლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, სტიქიური მოვლენები განმეორებით 4 სექტემბრს განვითარდა.
სოფელ სარფში, კალენდერეს დასახლებაში სამუშაოები გრძელდება
07/09/2016