სოფელ საგურამოს საბავშო ბაგა-ბაღს ორი ახალი ჯგუფი დაემატა

27/12/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საბავშო ბაგა-ბაღს ორი ახალი ჯგუფი დაემატა. დღეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალაშენებული შენობა, მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა , მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ გელა ბაქრაძემ გახსნეს. მშენებლობისთვის დაიხარჯა 21,699 ლარი. საბავშო ბაღის სამ ჯგუფში 120 ბავშვია და საჭიროების შემთხვევაში შენობა კიდევ ერთი ჯგუფის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0