ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორპირის კულტურის ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულისა და ქუთაისის ჯგუფებმა დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლი მხოლოდ სახურავის ნაწილს გაუჩნდა.
ხანძრის ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ტყიბულის მერი, თეიმურაზ ჩუბინიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი ვოვა ჯღამაძე.
სოფელ ორპირის კულტურის ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
30/06/2018