დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულოს წევრებმა ერთობლივად განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელება დაიწყება 2017 წლის ივლისიდან.