ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში, სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სალაჯურების, ხარხეთის, მანასეულის და ნადიბაანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სპორტდარბაზი გადაიხურა, ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და დაეგო იატაკი.
მერის წარმომადგენლის თენგიზ ბედოიძის თქმით, სამუშაოებს შპს “ცივწყარო” ასრულებს, ხოლო შენობის მოწყობის ძირითადი ეტაპი ივლისში დასრულდება.
სოფელ ნადიბაანში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
18/06/2019