ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში შეკეთდა 100 მეტრიანი შიდა საფეხმავლო ხიდი, რომელსაც დიდთოვლობის გამო ბაგირები ჰქონდა დაზიანებული და მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ტექსერვისი“ და ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.
სოფელ ნადიბაანში დაზიანებული ხიდი შეკეთდა
20/02/2019