სოფელ მჭადიჯვარში და მუხრანში სასოფლო სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას შალვა კერესელიძე დაესწრო

09/07/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,ქერის და ხორბლის მოსავლის აღება ფერმერებმა ივნისის თვიდან დაიწყეს,აგვისტოს შუა რიცხვებისთვის კი მათ მოსავალი დაბინავებული უნდა ჰქონდეთ. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა,ის შეღავათები,რაც მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის შეიმუშავა. ფერმერები ზურაბ მაისურაძე და გიორგი დალაქიშვილი წლებია ქერის და ხორბლის მოყვანით არიან დაკავებულები.ეს სფერო მათი ოჯახების ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. გიორგი დალაქიშვილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ველზე ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, ქერი 60 ჰექტარზე დათესა და ახლა მოსავალს იმკის.ფერმერმა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეღავათებითაც ისარგებლა. ზურაბ მაისურაძე კი, რომელსაც სოფელ მჭადიჯვარში ქერი 17 ჰექტარზე აქვს დათესილი მიუხედავად გვალვებისა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია, ფერმერი ამბობს,რომ ის მხარდაჭერას ხელისუფლების მხრიდან გრძნობს,განსაკუთრებული მხარდაჭერა კი ფერმერებს ტექნიკის მხრივ აქვთ,რაც მოსავლის დაბინავებისთვის აუცილებელი კომპონენტია.
დღეის მონაცემებით მთავრობის ხელშეწყობით მცხეთა- მთიანეთის რეგიონში ფერმერებმა 149 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 258 ტონა ქერის მოსავალი აიღეს.მოსავლის აღების პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე დაესწრო.
მხარის რწმუნებული დაინტერესდა სარგებლობენ თუ არა ფერმერები სახელმწიფო პროგრამებით,რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კორონა ვირუსის პანდემიის დროს შეიმუშავა. აღმოჩნდა,რომ ფერმერებმა ხელისუფლებისგან როგორც შხამქიმიკატები ასევე შეღავათიან ფასებში საწვავიც მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0