ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო და მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. არებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე სოფლის მკვიდრები თერჯოლის რაიონიდან შემოვლითი გზით სარგებლობდნენ. ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
სოფელ მუხურაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
01/02/2017