სოფელ მინაძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

24/10/2017

სოფელ მინაძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა;
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 237 ლარით ფინანსდება;
აღსანიშნავია, რომ ბეტონის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0