საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ დაათვალიერეს.
მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზა ასფალტის საფარით არასდროს ყოფილა დაფარული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ზედაპირული წყლების მოცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის არხები. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 091438,00 ლარი შეადგინა.
სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
20/08/2016